აჩუქეთ თქვენს ბავშვს ყურადღება,სითბო და რწმენა.
იყავით მასთან ნებისმიერ რთულ სიტუაციაში,ხშირად აგრძნობინეთ, რომ მისი მხარდამჭერი ხართ ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, ეს მას თვითრწმენას გაუძლიერებს და სტიმულს მისცემს სამყაროს უკეთ შესაცნობად.
ხელი შეუწყვეთ ბავშვს მიეჩვიოს თქვენთან განშორებას.
დროთა განმავლობაში თქვენი პატარა უფრო და უფრო შორეულ მანძილზე და ხანგრძლივ განშორებას მოინდომებს,თუმცა მას ყოველთვის ექნება თქვენგან წასვლის შიში , ამიტომ დაარწმუნეთ ის ,რომ მუდამ მასთან იქნებით , რომ აუცილებლად დაბრუნდებით თქვენც და თავადაც , ეს მას იმედს დაუტოვებს იმისას , რომ ეს განშორება დროებითია და თქვენ ისევ ერთად იქნებით