კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Friso Azerbaijan, Georgia, Estonia, Lithuania, Latvia კომპანიის ვებ-გვერდზე. ჩვენი ვებ-გვერდი შემუშავებულია FrieslandCampina Nederland Holding B.V. კომპანიის მიერ, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს მისამართზე: Stationsplein 4, (3818 LE) Amersfoort, the Netherlands /სთეიშენსპლეინ 4, 3818 LE, ამერსფორტი, ნიდერლანდები/ (“FRIESLANDCAMPINA”). ჩვენი ვებ-გვერდის მნახველები ვალდებულნი არიან დაიცვან შემდეგი წესები.
გამოყენების საგანი და სფერო
გამოყენების წინამდებარე პირობები და წესები (შემდგომში „წესები“) მოქმედია ჩვენი ვებ-გვერდის ყოველი მონახულების და სარგებლობის დროს, ასევე ნებისმიერ ინფორმაციასთან, რეკომენდაციებთან და/ან მოცემული ვებ-გვერდით ან ვებ-გვერდის მეშვეობით თქვენთვის გაწეულ მომსახურებასთან მიმართებაში (შემდგომში „ინფორმაცია“). ამ ვებ-გვერდის მონახულების დროს თქვენ ვალდებულნი ხართ დაიცვათ წინამდებარე წესები. კომპანია FRIESLANDCAMPINA იტოვებს უფლებას შეცვალოს ან შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებში ნებისმიერ დროს. წესების რედაქტირება შეტანილი ცვლილებებით ან დამატებებით ძალაში შედის მოცემულ ვებ-გვერდზე განთავსების მომენტში.
ინფორმაცია და პასუხისმგებლობა
ნებისმიერი ინფორმაცია არის მხოლოდ გაცნობითი და საცნობარო ხასიათის. კომპანია FRIESLANDCAMPINA არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდის გამოყენების (ან გამოყენების შესაძლებლობის არარსებობის) შედეგად წარმოშობილ ნებისმიერ ზარალზე, მათ შორის ვირუსებით მიყენებულ ზარალზე ან განთავსებული ინფორმაციის უზუსტობაზე, თუ ეს ზარალი FRIESLANDCAMPINA კომპანიის უკანონო ქმედებებით ან მისი მმართველობითი თანამდებობის მქონე თანამშრომლების დაუდევრობით განზრახ არ იყო მიყენებული. გარდა ამისა, კომპანია FRIESLANDCAMPINA არ არის პასუხისმგებელი კავშირის ელექტრონული საშუალებების გამოყენების შედეგად წარმოშობილ ზარალზე, კერძოდ, ელექტრონული შეტყობინებების მიუწოდებლობის ან შეფერხებული მიწოდების შედეგად, მესამე პირების მიერ ან კავშირის ელექტრონული საშუალებებისთვის და ვისრუსების გადაცემისთვის შემუშავებული კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით ელექტრონული შეტყობინებების ხელში ჩაგდების ან მონიპულაციის შედეგად წარმოშობილ ზარალზე.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ვებ-გვერდით ან ვებ-გვერდის მეშვეობით გადაცემული ან მიღებული პერსონალური მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ FRIESLANDCAMPINA კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკის დებულებების შესაბამისად. წესების დებულებები უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ ვებ-გვერდზე განთავსებულ FRIESLANDCAMPINA კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკის დებულებებს.
მიბმული ვებ–გვერდები
ვებ-გვერდი შეიძლება შეიცავდეს სხვა ინტერნეტ საიტების ბმულებს. კომპანია FRIESLANDCAMPINA არ არის პასუხისმგებელი იმ ინტერნეტ–საიტების გამოყენებაზე ან შინაარსზე, რომელთა ბმულები არის ამ საიტზე. FRIESLANDCAMPINA კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან მიმართებაში არ ვრცელდება ასეთ გარე საიტებზე.
ინტელექტუალური საკუთრება
სხვა დებულებების არარსებობის პირობებში, ყველა უფლება მოცემულ ვებ-გვერდზე და ნებისმიერ ინფორმაციაზე, მათ შორის საავტორო უფლებებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, ეკუთვნის FRIESLANDCAMPINA კომპანიას. მომხმარებლებს უფლება აქვთ გაეცნოს ვებ-გვერდსა და ვებ-გვერდზე წარმოდგენილ ინფორმაციას, დააკოპირონ მონაცემები პირადი გამოყენების მიზნებისთვის, მაგალითად, მათი დაბეჭდვის და შენახვის გზით. ვებ-გვერდის ან ინფორმაციის სხვა გამოყენება, მაგალითად, ვებ-გვერდის შენახვა ან სხვა ვებ-გვერდებზე გამრავლება (მთლიანად ან ნაწილობრივ) ან ბმულების, ჰიპერბმულების ან ამ ვებ-გვერდსა და სხვა ვებ-გვერდებს შორის გარე ბმულების შექმნა საჭიროებს FRIESLANDCAMPINA კომპანიისგან წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღებას.
“FRIESLANDCAMPINA” და ვებ-გვერდზე არსებული სხვა სავაჭრო ნიშნები არის Friesland Brands B.V. კომპანიის ან მისი ქვედანაყოფების დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები.
შეუთანხმებელი იდეები
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ FRIESLANDCAMPINA აპლიკაციის მეშვეობით გამოაქვეყნეთ ვებ-გვერდზე, ან გააგზავნეთ FRIESLANDCAMPINA კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე ან სხვაგვარად გადაეცით შეუთანხმებელი იდეები და/ან მასალები, რომლებიც წარმოადგენენ ტექსტს, გამოსახულებებს, მუსიკას, პროგრამულ უზრუნველყოფას, ინფორმაციას ან სხვას (შემდგომში „მასალები“), FRIESLANDCAMPINA კომპანიას უფლება აქვს აღნიშნული მასალები სრული მოცულობით და უსასყიდლოდ გამოიყენოს, დააკოპიროს და/ან გამოიყენოს მოგების მიღების მიზნით, ამასთან ერთად კომპანია FRIESLANDCAMPINA არ არის ვალდებული დაიცვას კონფიდენციალურობის დებულებები აღნიშნულ მასალებთან მიმართებაში. გარდა ამისა, წინამდებარით იძლევით იმის გარანტიას, რომ მასალები არ არის ზიანის მიმყენებელი, არის კანონიერი და სათანადო. მასალების განთავსებით თქვენ ასევე იღებთ ვალდებულებას მასალებთან დაკავშირებულ ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების გადაცემის პროცესის ხელშეწყობას.
კერძოდ, თქვენ იძლევით იმის გარანტიას, რომ მასალები მთლიანად ან ნაწილობრივ:
• არ არღვევენ სხვა პირების ნებისმიერ უფლებას;
• არ შეიცავენ (ნაწილობრივაც კი) იმ (ცნობილი) პიროვნებების გამოსახულებას, რომელთა მიმართებაში მომხმარებელს არ აქვს გამოსახულების გამოყენების ნებართვა;
• შეიცავს მასალებს, რომელიც წარმოადგენს საავტორო უფლებების, სავაჭრო ნიშნების უფლებებისა და სხვა უფლებების ობიექტებს, რომელთა მიმართებაში მომხმარებელს არ აქვს გამოყენების ნებართვა;
• შეიცავს პორნოგრაფიული ან სხვა შეურაცმყოფელი, საზიანო, საწყენი, რასისტული, სალანძღავი ან დისკრიმინაციული ხასიათის მასალებს.
წინამდებარით თქვენ იღებთ ვალდებულებას პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოთ, შეზღუდოთ კომპანია FRIESLANDCAMPINA და აუნაზღაუროთ FRIESLANDCAMPINA კომპანიას ზარალი ნებისმიერ ქმედებებთან, საჩივრებთან და ვალდებულებებთან მიმართებაში, რომლებმაც ზიანი მოუტანეს ან მიაყენეს FRIESLANDCAMPINA კომპანიას მესამე პირების უფლებების დამრღვევი მასალების (ინტელექტუალურ საკუთრებაზე) გამოყენების და/ან ექსპლუატაციის ან მასალების სხვა არაკანონიერი გამოყენების შედეგად.
გარდა ამისა, FRIESLANDCAMPINA კომპანიას აქვს უფლება უარი თქვას გამოქვეყნებაზე, წაშალოს, შეცვალოს ან მთლიანად (ან ნაწილობრივ) გაანადგუროს ვებ-გვერდზე ან აპლიკაციაში განთავსებული ნებისმიერი მასალა თავისი ქმედებების შესახებ შეტყობინების გადაცემის გარეშე.
გამოყენებადი სამართლებრივი ნორმები და იურისდიქცია
წინამდებარე წესები რეგულირდება მხოლოდ ნიდერლანდების საკანონმდებლო აქტებით. წინამდებარე წესებთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა, მათ შორის დავები მათი ნამდვილობის და გამოყენებადობის შესახებ, ექვემდებარება გადაწყვეტას სასარჩელო განცხადებების ქ. უტრეხტის შესაბამისი იურისდიქციის სასამართლოებში გადაცემის გზით, თუ მოქმედი საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.