სიცოცხლის პირველი წელი საუკეთესო პერიოდია, ესაა მოგზაურობა ახალ სამყაროში, სადაც ყოველდღიურად შეიცნობს თქვენი პატარა ცხოვრებისეულ სიახლეებს და თქვენ უდიდესი სიამოვნების საშუალება გეძლევათ, რადგან შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მის საოცარ განვითარებას. პირველი წელი მოიცავს ყველა მნიშვნელოვან საფეხურს დაწყებული დამატებითი კვების დაგემოვნებიდან, პირველი კბილის ამოჭრის, პირველი ნაბიჯის და პირველი სიტყვის ჩათვლით. იმისათვის, რომ ბავშვის ზრდა-განვიტარება სრულყოფილად გაგრძელდეს, აუცილებელია ჯანსაღი კვება და ჯანსაღი გასტროინტესტინალური სისტემა.
ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავის სისტემა იცავს თქვენს პატარას სხვადასხვა დააავადებებისაგან, დიარეის, ყაბზობის და ენტეროვირუსებისაგან. ძლიერი იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისაგან ბუნებრივ დაცვას უზრუნველყოფენ.
Friso® Gold ხელს უწყობს „მეგობარი“ ბაქტერიების კოლონიზაციას, ესენია ბიფიდო და ლაქტობაქტერიები, რომლებიც იმუნური სისტემის ფორმირებისათვის მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენენ.
ყურადღება მიაქციეთ, რათა თქვენმა პატარამ დაიცვას ჰიგიენის ელემენტარული წესები. გახსოვდეთ! უმნიშვნელო დაავადებები პირიქით ავითარებენ იმუნიტეტს, ამიტომ არ შეგეშინდეთ მსუბუქი პრობლემების.