Skip to main content
What fruits should pregnant mums avoid

რას უნდა მოერიდოთ ორსულობის დროს

საქარინი

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სახარინი და შაქარი ერთი და იგივე ნივთიერებაა, იცოდეთ, რომ შაქარი მიიღება შაქრის ლერწმისაგან, ხოლო სახარინი ქვანახშირის ფისისაგან და მას არავითარი კვებითი ღირებულება არ გააჩნია. მოერიდეთ სახარინის შემცველ პროდუქტებს, არომატიზატორებს, ხელოვნურ დამატკბობლებს, ნამცხვრებს, კანფეტებს. დიდი რაოდენობით სახარინის მიღება იწვევს ნაწლავთა აშლილობას, დისფუნქციას და აძნელებს საკვების ათვისებას.

ცხარე სანელებლები

არ მიიღოთ ცხარე სანელებლები, როგორიცაა, დარიჩინი, ჩილი, წიწაკა. ისინი იწვევენ კუჭნაწლავის დისფუნქციას და ყაბზობის და გაუვალობის მაპროვოცირებელ ერთერთ ფაქტორს წარმოადგენენ.

მარილი                                                             

მარილის მიღების შეზღუდვა არა მარტო ორსულთათვისაა სასარგებლო. დღე-ღამეში მარილის დასაშვები დოზაა 20 გრ. მარილის  ჭარბად მიღება იწვევს შეშუპების განვითარებას, ჰიპერტენზიას და თირკმლის ფუნქციურ ცვლილებებს.

მჟავე პროდუქტები

ორსულობის დროს განსაკუთრებით აღინიშნება მიდრეკილება მჟავე პროდუქტების მიმართ. მჟავე საკვები კუჭში წარმოქმნილ დისკომფორტს ანეიტრალებს და გულისრევის და თავის ტკივილის შემსუბუქებას იწვევს. თუმცა აუცილებელია მჟავე საკვების ზომიერი მიღება, რათა არ გაღიზიანდეს კუჭის ლორწოვანი, რამაც შეიძლება გასტრიტი ან ეზოფაგიტი გამოიწვიოს.

შებოლილი თევზეული და ხორცეული

არ მიიღოთ შებოლილი საკვები ორსულობის დროს. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით მარილს და კანცეროგენულ ნივთიერებებს, გარდა ამისა, დაუმუშავებელი ან ცუდად დამუშავებული პროდუქტი ჯანმრთელობისათვის საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ მსგავსი ტიპის ხორცპროდუქტები და თევზეული ორსულობის დროს რეკომენდირებული არ არის