თქვენ ალბათ უკვე იცით მცენარეული საკვები ბოჭკოების ანუ უჯრედისის მნიშვნელობა საჭმლის მონელების პროცესში. მოდით, უფრო სიღრმისეულად ჩავწვდეთ ამ მნიშვნელოვან ინგრედიენტს, რათა არასოდეს დაგვავიწყდეს ბავშვის რაციონის შევსება ბოჭკოვანი შემადგენლობის მქონე საკვებით.
რას წარმოადგენს მცენარეული ბოჭკო?
მცენარეული საკვები ბოჭკო არის მცენარეული წარმოშობის პროდუქტთა ყველაზე ძნელად ათვისებადი და მონელებადი ნაწილი. არსებობს ბოჭკოების ორი სახესხვაობა: ხსნადი და უხსნადი.
უხსნადი საკვები ბოჭკო კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მონელებისას მოცულობაში იმატებს, არეგულირებს პერისტალტიკას, საუკეთესო საშუალებაა ყაბზობის პროფილაქტიკისათვის და აუმჯობესებს ნაწლავის მოქმედებას. უხსნადი ბოჭკოების შემცველი საკვები მალევე იწვევს დანაყრების შეგრძნებას, რადგან ისინი ავსებენ კუჭის მთლიან მოცულობას. ეს თვისება წარმატებით გამოიყენება დიეტოლოგიაში მადის დასაქვეითებლად.
რომელი პროდუქტები შეიცავენ უხსნად მცენარეულ ბოჭკოს? მარცვლეული პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული.
ხსნადი საკვები ბოჭკო იხსნება ფერმენტების, კუჭის წვენის და სითხის ნარევში, ის ადვილად იწოვება და ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას, არეგულირებს სისხლში გლუკოზის შემცველობას, რის გამოც მცირდება სისხლძარღვოვანი და დიაბეტური დაავადებების რისკი. ხსნადი საკვები ბოჭკოები მიიღება ხილიდან, სოიოს მარცვლებიდან და ბურღულეულიდან.
ვინაიდან ორივე ტიპის ბოჭკო ფლობს უნიკალურ თვისებას, დიეტოლოგები გვირჩვენ, რომ რაციონში ჩავრთოთ ორივე ტიპის ბოჭკოს შემცველი პროდუქტები.
რა რაოდენობით უჯრედისი უნდა მიიღოს ბავშვმა დღიურად?
დიეტოლოგების აზრით, მოზრდილ ადამიანს ყოველდღიურად ესაჭიროება დაახლოებით 15 გრამი უჯრედისი. თუმცა მკურნალი ექიმების რჩევით, უჯრედისის დღიური ნორმა 25-35 გრამს შეადგენს. ბავშვებისათვის უჯრედისის საჭირო ნორმა მოზრდილთა ნორმის ნახევარს შეადგენს. საკვები ბოჭკო რაციონს ზღვრული რაოდენობით უნდა დაემატოს, ჭარბი რაოდენობა ისევე ნეგატიურად მოქმედებს ორგანიზმზე, როგორც ნაკლებობა, რადგან:
მშობლებო! აუცილებლად დაიცავით გარკვეული წესები მენიუს შედგენისას:
გაითვალისწინეთ! ნებისმიერ ასაკში რძის პროდუქტი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ბავშვის მენიუში. Fiso Gold 3 ყველა იმ საჭირო მინერალს და ვიტამინს შეიცავს, რომელიც აუცილებელია თქვენი ბავშვის დღიური ნორმის დასაკმაყოფილებლად.