ბავშვის განვითარებად ორგანიზმს ყველა ასაკში, ყველა ეტაპზე განსხვავებული კვება და შესაბამისად განსხვავებული რაციონი ესაჭიროება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა მნიშვნელოვანი ინგრედიენტი რაციონში ეტაპობრივად და სპეციალურად შერჩეული რაოდენობით უნდა შევიტანოთ .
1-3 წლამდე ასაკი
ამ პერიოდში ბავშვები სწავლობენ სიარულს, ამოსდითსარძევე კბილები, შესაძლებელია გადასვლა თხევადიდან მყარ საკვებზე. საკვების მიღების სიხშირე, ისევე როგორც მოზრდილი ადამიანისათვის, სამჯერად კვებას მოიცავს, შესაძლებელია წახემსებები კვებით შუალედებს შორის, აუცილებელია მენიუში ხორცის, თევზეულის, ბოსტნეულის, მწვანილის, ხილის და რძის პროდუქტების ჩართვა.