ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან გასათვალისწინებელია წონის მატებასთან დაკავშირებული პრობლემები.ყურადღება მიაქციეთ დგომის მანერას,გადანაწილეთ წონა ორივე კიდურზე,აუცილებელია სიმძიმის ცენტრი ტერფის შუაგულში ფიქსირდებოდეს,რაც ნაკლებად დამღლელს ხდის მოძრაობას და ფიზიკურ დატვირთვას.გესტაციის მე–20 კვირიდან ექიმის კონსულტაციით შეგიძლიათ ატაროთ ორსულთა სპეციალური ბანდაჟი,რომელიც შეგიმსუბუქებთ წელის ტკივილს და დაჭიმულობას.
ყაბზობის პრევენცია
ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან ხშირია მიდრეკილება ყაბზობისაკენ.მიიღეთ ბევრი წყალი,შეეცადეთ მოიწესრიგოთ დეფეკაცია,გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან ვენების ვარიკოზული გაგანიერების სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში.
მკერდის მოვლა
გახსოვდეთ,ძუძუთი კვება საუკეთესო არჩევანია,თუმცა იგი განსაკუთრებულ სიფრთხილეს და ტექნიკას მოითხოვს. ყოველი კვების შემდეგ აუცილებლად დაიტანეთ მკერდზე გამაგრილებელი კრემი ან ზეითუნის ზეთის რამდენიმე წვეთი,გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი არეოლის არეში.მასაჟი სასურველია გაიკეთოთ დღეში 2–ჯერ 5 წუთის განმავლობაში. ჩაბრუნებული ან ბრტყელი მკერდის თავების შემთხვევაში გესტაციის 17 კვირიდან სასურველია საკორექციო მასაჟები.