ჯანსაღი კვება და ჯანმრთელობის კონტროლი უმნიშვნელოვანესია პრენატალურ პერიოდში:
ჯანსაღი კვება და ცხოვრების წესი, ეს ის აუცილებელი პირობაა, რომელსაც მომავალმა დედამ მთავარი ყურადღება უნდა დაუთმოს.დღეღამეში არანაკლებ რვა საათიანი ძილის პერიოდი,ეკოლოგიურად სუფთა საკვების მიღება,მავნე ჩვევებზე უარის თქმა,სუფთა ჰაერი – ესაა ის მინიმალური მოთხოვნები,რაც ორსულმა მანდილოსანმა უნდა გაითვალისწინოს.
უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო მშვიდი ორსულობის გარანტიაა:
მაქსიმალურად უზრუნველყავით უსაფრთხო და კომფორტული გარემო,ორსულობის პერიოდში უმნიშვნელო ქაოსიც კი საფრთხის შემცეველია.მაგალითად,იატაკზე გაბნეული საგნები ან სააბაზანოს პრიალა,სველი ზედაპირი, რომელზეც დიდია წაბორძიკების შანსი.
გამაჯანსაღებელი ვარჯიშები:
ორსულობის მეორე ტრიმესტრში სრულიად ნორმალურია წონაში მატება,რაც თავის მხრივ დაღლილობის და სიმძიმის შეგრძნებას იწვევს.მსუბუქი ვარჯიშები ხელს უწყობს წონის მატებით გამოწვეული ჩივილების შემსუბუქებას,ამცირებს სიმძიმის შეგრძნებას.