სამი თვის ასაკისათვის თქვენი პატარას სიგრძე 8 სმ-ია,ხოლო წონა 20 გრ–ია. ექოსკოპიაზე შეგიძლიათ მკაფიოდ განასხვავოთ თავი და ტანი ,თუმცა მისი თვალები, ყურები, ცხვირი და კიდურები ფორმირების პროცესშია. თუ კარგად დააკვირდებით,დაინახავთ,რომ იგი ფეხის თითებს ამოძრავებს, მუშტს კრავს და პირით წოვის მოძრაობებს ახორციელებს. მისი ნერვული სისტემა ახლა სრულად ფუნქციონირებს, ამიტომ,გახსოდეთ,როდესაც მუცელს ეხებით, პატარა ნამდვილად გრძნობს თქვენს სითბოსა და თითებით მოძრაობას.